მუზეუმში დაცულია ძვ. წ. IV-III ათასწლეულების არქეოლოგიურიმასალა, ნუმიზმატიკის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ხალიჩები, ფარდაგები(ქართული და ყარაბაღული), ქირმანშალები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, XVII–XIXსს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია. მუზეუმს აქვს ფილიალები: ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი სოფ. არბოში დაალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. ძევერაში
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, კვირისა და ორშაბათისგარდა, 9.30 სთ-დან 17. 30 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 3 ლ,ბავშვებისათვის: 0.50 ლ, სტუდენტებისთვის : 1 ლ.
შეღავათიანი მომსახურება: მეცნიერებისა და კულტურის სფეროსწარმომადგენლები, მეცნიერებათა აკადემიის წევრები, სასულიეროპირები

No comments:
Post a Comment